კომპანია  "კახური ღვინის მარანი"

მიუხედავად იმისა, რომ კომპანია "კახური ღვინის მარანი" დაარსებიდან სულ რაღაც 5 წელს ითვლის, აქ წარმოებულმა ღვინოებმა უკვე მოასწრეს არა ერთი აღიარებისა და ოქროსა თუ ვერცხლის მედლის მოპოვება ღვინის საერთაშორისო გამოფენებსა თუ დეგუსტაციებში. ყოველივე ამას კომპანიის დამაარსებელთა ტრადიციული თანმიმდევრულობა, ვაზისა და საქმის სიყვარული, პროფესიონალიზმი და რაც მთავარია ის მრავალწლიანი გამოცდილება განაპირობებს, რომელსაც მათი წინაპრები წლების მანძილზე თავდაუზოგავი შრომით და ღვინისა და ვაზის კულტურის უდიდესი სიყვარულით აგროვებდნენ და თაობებს დიდი რუდუნებით გადასცემდნენ.

ვენახები, საიდანაც "კახური ღვინის მარანი" მოსავალს იღებს წინანდლის, თელიანის, ახაშენის, მუკუზანის, მანავისა და გურჯაანის მიკროზონებშია განლაგებული. სწორედ ამ ზონებში არსებული განსაკუთრებული ჰავა და ნიადაგი ანიჭებს აქ მოწეულ მოსავალს იმ განსაკუთრებულ არომატსა და გემოვნურ თვისებებს, რომლითაც ასეთი განთქმულია ქართული ადგილწარმოშობის ღვინოები მთელს მსოფლიოში. 

მაშ ასე: ხალხმრავალი, მხიარული რთველი... აქეთ ქარვისფრად დამკრახული რქაწითელი და მანავის მწვანე, იქით სურნელოვანი, დაბინდული ქლიავისფერი მსხვილმარცვალა საფერავი და კაბერნე სავინიონი... ამას ემატება უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ქარხანა შუაგულ გურჯაანში, ღვინის წარმოების უძველესი ტრადიაცია და გამოცდილება... შედეგად კი ვიღებთ არაჩვეულებრივი გემოსა და არომატის მქონე ღვინოებს, რომლითაც ასე ამაყობს კომპანია: წინანდალი, თელიანი, საფერავი, ფიროსმანი, ალაზნის ველი, მუკუზანი, გურჯაანი, ახაშენი, მანავი, ჰერეთი, აგუნა... 

ასე რომ, დღეისათვის "კახურ ღვინის მარანს" აქვს ყველა პირობა მაღალხარისხიანი ღვინის დასაყენებლად: ვენახები, სადაც ყურძნის მოყვანის სრული ციკლი კომპანიის დამფუძნებელთა ყოველდღიური მეთვალყურეობის ქვეშ მიმდინარეობს, თანამედროვე ქარხანა აუცილებელი ინფრასტრუქტურით, ბიოქიმიური ლაბორატორია, რომელიც ხელს უწყობს ქიმიური და ფიზიკური პროცესების სრულყოფას, ახალი ტექნიკა, მზა პროდუქციის საწყობი და რაც მთავარია, ჰყავს მაღალკვალიფიციური თანამშრომლებისგან შედგენილი შემოქმედებითი გუნდი.

აღსანისნავია, რომ ჩვენს ქარხანაში პროდუქცია ცივი დამუშავების მეთოდით იწარმოება, რაც ღვინოში ყურძნის არომატისა და გემოვნური თვისებების შენარჩუნებას იწვევს.   

კომპანია ძირითადად ექსოპრტზეა ორიენტირებული და ის აქტიურად იყენებს თანამედროვე უცხოელი მეღვინეების გამოცდილებასაც. მისმა პროდუქციამ უკვე დაიმკვიდრა გარკვეული ადგილი უცხოეთის ბაზარზე. ის წარმატებით თანამშრომლობს როგორც პოსტსაბჭოთა ქვეყნებთნ, ისე ევროპისა და აზიის არაერთ ქვეყანასთან.